კუშა... ბადრი კვარაცხელია ხვიჩას ბავშვობაზე (+ფოტოები)

ბიჭი, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს და რომლის თამაშის ყურებაც ერთი სიამოვნებაა - ხვიჩა კვარაცხელია. მის ბავშვობაზე ვესაუბრებით მამას, წარსულში ცნობილ თავდამსხმელ ბადრი კვარაცხელიას. ასევე ნახავთ ხვიჩას ბავშვობის ფოტოებს.

 

ბადრი კვარაცხელიას მოყოლილი ადრეც გვეწერა. თუმცა ზოგიერთი ახალი ამბავი.

 

 

სახლში ხვიჩას კუშას ეძახიან. ხვიჩა შუათანა ვაჟია. უფროსს ნიკა ჰქვია, უმცროსს კი - თორნიკე. ბადრი კვარაცხელიამ გვითხრა - რადგან უფროსს ნიკუშას ვეძახდით, ხვიჩაზე შემოკლებით, ხუმრობით „კუშა“-ს ვამბობდითო.

 

ნიკუშაც თამაშობდა ფეხბურთს და თავი დაანება, ხოლო თორნიკე ახლა 10 წლისაა და ავაზაზე თანატოლებში გამორჩეული ბავშვია. აი, მთავარ ფოტოზე შუაში, ხვიჩასთან ერთად.

 

ბადრი კვარაცხელია: „თორნიკეს რომ ვუყურებ, ხვიჩაზე ნაკლები მონაცემები არ აქვს. ვნახოთ. ... ხვიჩა 6 წლისა იყო, როცა აზერბაიჯანში ვმუშაობდი და იქ ვავარჯიშებდი ნეფთჩის ბაზაზე, უფროს ფეხბურთელებს მოსწონდათ, რაღაც–რაღაცეები ასწავლეს. პირველად კი თბილისში ოლიმპიკში მივიყვანეთ, მერე იყო ავაზაზე და 2012 წლიდან დინამოს აკადემიაში“.

 

 

თვითონ ხვიჩა თავმდაბალი და გაწონასწორებული პიროვნებაა. იცის, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ ასცდეს ზედმეტი კომფორტის ზონას... რუბინში ბაზაზე ცხოვრობს. მის უბრალოებაზე მიუთითებს ისიც, რომ დასასვენებლად სულ წალენჯიხაში მიდის - ვისაც სოფელი აქვს და ბავშვობის მოგონებები აკავშირებს, მიხვდება.

 

ბადრიმ გვითხრა, მომავალ ტრანსფერზე მე განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით, რადგან მე არ ვწყვეტ და არ ვერევიო.  ბევრი დაინტერესებული კლუბია, პირდაპირ კონტაქტზეც გამოდიან, მაგრამ დამიჯერეთ, სახელები არ ვიცი და არასერიოზული იქნება, ახლა მარჩიელობა რომ დავიწყოო.

 

თვითონ ხვიჩას (კუშას) კი მადრიდის რეალი უყვარს.