თემურ მახარაძე - 71 წლის მწვრთნელი ახალ გუნდში

თემურ მახარაძე თბილისის შევარდენის მწვრთნელი გახდა. 71 წლის მახარაძე გამოცდილი სპეციალისტია, ბევრ გუნდს ედგა სათავეში, ბოლოს კი ლიგა 2-ის რუსთავში იყო. სეზონის დაწყებამდე ათიოდე დღით ადრე წავიდა...

 

მახარაძე 2010 წელს რუსთავის ოლიმპში ჩემპიონი გახდა.  საქართველოს თასი მოიპოვა ზესტაფონში და პლუს, სამჯერ წააგო თასის ფინალი: ორჯერ ზესტაფონში და ერთხელაც - სიონში.  

 

შევარდენში კი მოგებით დაიწყო. დღეს თბილისელებმა გასვლაზე 1:0 მოიგეს საჩხერის ჩიხურასთან. ბექა გვარაძემ გაიტანა. შევარდენს 5 ტურში 1 ქულა ჰქონდა იყო და ჩიხურასთან გატეხა ნავსი. თავის მხრივ, საჩხერელებსაც ცუდად აქვთ საქმე: შარშან ლიგა1-დან გავარდნენ და ახლა ლიგა2-შიც 6 ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან...