UFC-მ ახალი ეკიპირება წარადგინა

UFC-ს ახალი პარტნიორი ჰყავს. მებრძოლების ჩაცმულობაზე ამიერიდან, Reebok-ის ნაცვლად Venum-ი იზრუნებს. დღეს კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა ახალი ეკიპირება. თუ 2015 წელს, Reebok-ის პრეზენტაციაზე კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურაგომედოვი, ალექსანდ გუსტაფსონი და სხვა ვარსკლავები იყვნენ, ამჯერად Venum-მა ფოტოსესიაზე ბრაიან ორტეგას, ალჯამეინ სტერლინგსა და ქეი ჰენსენს უხმო, ხოლო საიმიჯო ვიდეორგოლში ვალენტინა შევჩენკო, ბრენდონ მორენო და მაიკლ ქიესა გამოჩნდნენ.