ჰარდენიც აილეწა

ბრუკლინი ფლეი ოფშია. ეს თემა მოგვარებულია.

და, ბრუკლინს ოდნავ მეტის სურვილი აქვს. იდეაში, საჩემპიონოდ მეტის.

ბრუკლინს ლიდერებში არ უმართლებს. გუნდმა ბევრი ჩეხვა კევინ დიურანტის გარეშე ჩაატარა. დაისვენა კაირი ირვინგმაც.

 

და, 10 დღე დაისვენებს კიდევ ერთი მონსტრი.

ჯეიმს ჰარდენი.

 

ჰარდენი დაასკანერეს და ჯეიმსმა აუცილებლად უნდა დაისვენოს. სხვა შანსი არ არის.

ნიუ იორკთან ჰარდენი სტარტზე დაიმტვრა და გუნდმა ჯეიმსი გაიყვანა. ჯეიმსის ტრავმის გამიზეზება ბრუკლინს მოკლავს. დასვენებული ჯეიმსით ბრუკლინი ძალაა. დასვენებული ჯეიმსით ბრუკლინი დიდი ძალაა. საჩემპიონოდ დიდი ძალა.

ჯეიმსი 2017/2018 წლების საუკეთესო მოთამაშეა.

ჯეიმსი ამ სეზონშიც ფავორიტია. MVP-ს ფავორიტი. ჰარდენი დომინანტობს და ჰარდენთან ერთად (თუნდაც იმ ორი მკვლელის გარეშე) ბრუკლინი ყველასთან შანსით ყომარობს.

ჯეიმსი ამ სეზონში - 25.0 ქულა, 11.4 პასი, 8.7 მოხსნა. პასებში ჰარდენი ლიგის ბოსია.

ბრუკლინი ამ სეზონში - 35:16.

გუნდმა რამდენიმე გახუნებული სათამაშო (ლამარკუს ოლდრიჯი, ბლეიქ გრიფინი) დაიმატა. გუნდი სიღრმით ითამაშებს.

და, ჰარდენის გარეშე ეს სიღრმეც მიზერია.

ჯეიმსი ბრუკლინის, ლიგის ემვიპი არის.