სოსო გოგნაძეზე

მგზავრები (4:14) გავარდა, მაგრამ ალბათ, უნდა დაბრუნდეს. მგზავრები ნორმალური ორგანიზაციაა.

მგზავრები გავარდა, მაგრამ ამ გუნდის ერთი მოთამაშე მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს.

 

სოსო გოგნაძე.

სუპერლიგის საუკეთესო მომხსნელი.

 

საშუალოდ, თითქმის თორმეტი მოხსნა, 12.7 ქულა და ძალიან კარგი, სტაბილური გამოსვლა მთელი რეგულარულის დროს.

ბუბა ბერიშვილთან გოგნაძე საჭირო, გამოყენებადი მოთამაშე გახდა. სოსო ბევრს მოძრაობს და ბევრს ასწრებს. გოგნაძე უმატებს და მგზავრებთან ერთად ბიჭმა აკრიფა შეტევაშიც. ის არ იკარგება არცერთი დაცვის წინააღმდეგ.

ალბათ, ამ ეტაპზე სოსო ერთ-ერთი დაუფასებელი ქართველი მაღალია. და, სუპერლიგაში ბევრი კარგი მეოთხე და მეხუთე ნომერი დგას. მათ შორის, ნაკრების წევრებიც, რომლებიც ისედაც ყურადღების ცენტრში დგანან.

სოსოზე ყველა მხოლოდ დადებითს ამბობს. რთულია არ მოგწონდეს მოთამაშე, რომელიც გუნდს მატჩიდან მატჩამდე მაქსიმუმს აძლევს.

გოგნაძე კარგი დამცველია და სოსომ მოუმატა პერსონალურ დაცვაშიც. ალბათ, ამ კომპონენტში ის ბექა ბექაურთან და გეგი ბაქრაძესთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მაღალია.

ამ ეტაპზე რთულია სოსოს მომავალზე საუბარი. გოგნაძის გუნდმა დაკარგა ადგილი ზედა ეშელონში. ცუდი ფაქტი. და, ალბათ, მგზავრები დაბრუნდება. ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს.

ისევე, როგორც სოსო გოგნაძე, რომლის სახით სუპერლიგამ კიდევ ერთი კვალიფიციური, მონდომებული და სანდო მოთამაშე მიიშო.

სოსოს დაუკავშირდებიან. სოსო ზედმეტად კარგია ქვედა ეშელონისთვის და ალბათ, გოგნაძე ერთ-ერთ კარგ გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს.

ან, არ გააფორმებს და მგზავრებს ვალს დაუბრუნებს.

ის, ვინც დღეს არის, გოგონაძე აქ, მგზავრებში გახდა.  

 

ფოტო: www.gbf.ge