ზინედინ ზიდანი: არაერთგვაროვანი გრძნობები დამრჩა

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში, რეალმა ლივერპულს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მედიასთან ზინედინ ზიდანმა ისაუბრა. 

 

"გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ არაერთგვაროვანი გრძნობები დამრჩა. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში გაგვიჭირდა. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, წინ საპასუხო შეხვედრაა და შევეცდებით 1/2 ფინალის საგზური მოვიპოვოთ. 

 

მიხარია, რომ ვინიციუსმა გაიტანა, მას ეს სჭირდებოდა. ის ძალიან კარგია და გუნდს ენერგიას მატებს. 

 

ვიცით, რომ ბარსელონასთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, მაგრამ პირველ რიგში ძალების აღდგენაზე უნდა ვიფიქროთ."-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა. 

 

რეალი ბარსელონას 10 აპრილს დაუპირისპირდება, ლივერპულთან კი განმეორებით შეხვედრას 14 რიცხვში გამართავს.