პოლ პირსი ESPN-დან უხამსი ლაივის გამო გაათავისუფლეს [VIDEO]

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ NBA-ს ჩემპიონმა, ბოსტონ სელტიკსის ლეგენდამ კალათბურთთან ურთიერთბა ESPN-ზე ანალიტიკოსად განაგრძო. თუმცა ანალიტიკოსად ისეთი კარიერა ვერ გამოუვიდა, როგორიც კალათბურთელს რადგან ცოტა ხნის წინ, უხამსი ინსტაგრამ ლაივის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. საქმე იმაშია, რომ პარასკევ საღამოს, პირსი ინსტაგრამ ლაივში ჩაერთო, სადაც მეგობრებთან ერთად პოკერს თამაშობდა, პარალელურად მოსაწევს ეწეოდა და გარშემორტმყული იყო ფაქტობრივად შეიშველი სტრიპტიზიორებით. ESPN-ს მფლობმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, ხოლო პირსმა თვითერზე მოკლე ვიდეო გამოქვეყნა წარწერით: "დიდი სიახლეები გელოდებათ'.

 

43 წლის პოლ პირსი დაოჯახებულია და 3 შვილი ჰყავს, მან NBA-ში 19 სეზონი გაატარა და ჩემპიონობა ერთხელ, 2008 წელს მოიპოვა. პირსმა ESPN-ში მუშაობა კარიერის დასრულებისთანავე, 2017 წელს დაიწყო.