ოსაკა: ჯერ ტკბობის დროა

იაპონელი ჩოგბურთელი ემოციებისგან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა

21 წლის ნაომი ოსაკა ქალთა ჩოგბურთის ახალი ლიდერია. მან სადედოფლო გვირგვინი თავზე სრულიად დამსახურებულად დაიდგა. იაპონელი ჩოგბურთელი ემოციებისგან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა:

 

„სიმართლე გითხრათ, ჯერ ისევ სადღაც დავფრინავ და ვერ გამითვითცნობიერებია, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვარ. ამ ამბავს ალბათ მაშინ დავიჯერებ, როდესაც მომდევნო ტურნირებზე ჩემი გვარის გასწვრივ ნომერი 1 დაიწერება. ახლა კი უბრალოდ მსურს ავსტრალიური ტრიუმფით დავტკბე“ - ამბობს ნაომი ოსაკა.

 

შეგახსენებთ, ის პირველი აზიელი ჩოგბურთელია, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.