Space Jam 2-ის თრეილერი გამოქვეყნდა [VIDEO]

Space Jam ყველა კალათბურთის გულშემატკივრისთვის საკულტო, ნახევრად ანიმაციური ფილმია. მისი პირველი ნაწილი 1996 წელს გამოვიდა, სადაც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი მონაწილეობდა. მეორე ნაწილში კი მის შემცვლელად ლებრონ ჯეიმსი მოგვევლინა. მეორე ნაწილის გადაღება 2019 წლელს დაიწყო და კინოთეატრებში ჩვენება ზაფხულისთვის იგეგმება. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მეორე ნაწილში ლებრონის გარდა NBA-ს სხვა ვარსკლავებსაც შეამჩნევთ, კერძოდ კაირი ირგვინგს, ენტონი დევისს, კლეი ტომპსონს და დემიან ლილარდს... თუმცა ისინი არა ცოცხლად, არამედ ფილმის ანიმაციურ პერსონაჟებად მოგვევლინებიან.