ბაიერნში კონფლიქტი საგანგაშოა - ფლიკი წასვლაზე ფიქრობს

როგორც BILD წერს, ჰანსი ფლიკსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება. გერმანელი სპეიცლისტი ბაიერნიდან წასვლას არ გამორიცხავს. 

 

მთავარი პრობლემა ის არის, რომ მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ტრანსფერებზე ვერ თანხმდებიან. გარდა იმ ტრანსფერებისა, რომლზეც ფლიკი და ბრაცო ერთმანეთს ვერ უგებენ, პრობლემა ჟერომ ბოატენგიც გახდა - სპორტულ დირექტორს მისი გაშვება სურს, მთავარი მწვრთნელი კი ამის წინააღმდეგია. 

 

კლუბში ფიქრობენ, რომ ტრანსფერები კლუბის სტრუქტურის გადასაწყვეტია, მწვრთნელმა კი შედეგს იმ რესურსით უნდა მიაღწიოს, რასაც შესთავაზებენ. 

 

ჰანსი ფლიკს გერმანიის ნაკრებს აქტიურად უკავშირებენ.