მარადონას და სახლიდან გააგდეს

ცხონებული დიეგო მარადონას 60-მილიონიან ქონებაზე დავა სულ უფრო ცხარდება.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიეგოს უფროსი და - ლილი, რომელთნაც გენიოსს ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონია და ბოლო დღეებამდე მასთან ცხოვრობდა, ნათესავებმა სახლიდან გააძევეს. მეზობლები ჰყვებიან, როგორ დაინახეს შინიდან გამოსული აცრემლებული ლილი.

 

The war over Diego Maradona's fortune took a turn as his sister LilI, here on the far-left, was evicted from the family home in tears

 

სასამართლოს დამთავრებამდე ყველა ღირებული ნივთი, მარადონას უზარმაზარი პორტრეტის ჩათვლით, სახლში რჩება. ქონების გადანაწილების სასამართლო პროცესში დიეგოს 16 ახლო ნათესავი მონაწილეობს. მათ შორის არიან დიეგოს ქალიშვილები: დალმა, ჯანინა და იანა. ასევე ნახევრადაღიარებული ვაჟები: დიეგიტო ფერნანდო და დიეგო ჟუნიორი.