დინამომ შუქურასთან მოიგო და ლიდერობა გაიმყარა

დინამო თბილისმა მორიგი 3 ქულა აიღო. გიორგი ნემსაძის გუნდი შუქურას ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. დედაქალაქელებისთვის ეს მოგება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა და ქობულეთელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. 

 

პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. ერთ ეპიზოდში სტუმართა კარში 11 მეტრიანის დანიშვნაც შეიძლებოდა, თუმცა ხერხაძემ პენალტის დადებისგან თავი შეიკავა. ეპიზოდი შეგიძლიათ თავად შეაფასოთ. 

 

 

დინამომ მეორე ტაიმში 2 ბურთი შეაგდო. ჯერ 11 მეტრიანიდან გაბედავამ გაიტანა, დამატებულ წუთებზე კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს გოლი. გიორგი კუციას მშვენიერი გადაცემით, თორნიკე ახვლედიანმა ისარგებლა და შეროზიას კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ გაბედავას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კითხვის ნიშნებს აჩენს. 

 

 

ისე ნამდვილად არ ყოფილა, რომ შუქურას წინ არაფერი გაეკეთებინოს. გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა გიორგი ჩელებაძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა. 

 

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში უკვე მეორედ გიორგი ნემსაძე გააძევეს. დანამდვილებით რთულია იმის თქმა რისთვის დაიმსახურა დედაქალაქელთა დამრიგებელმა წითელი ბარათი. 

 

დინამო თბილისი 16 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან დინამო ბათუმს 4 ქულით უსწრებს, გეგუჩაძის შეგირდები თავის შეხვედრას ხვალ თელავთან გამართავენ, დინამო კი მომდევნო მატჩში სამტრედიას მიიღებს. შუქურა 8 ქულით მე-5 ადგილზეა და შემდეგ ტურში საბურთალოს ესტუმრება.