საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ნაკრებთა სიაში 91-ე ადგილზე გახლავთ. წინა რეიტინგში ჩვენი გუნდი 89-ე პოზიციაზე იყო, აქედან გამომდინარე სანიოლის შეგირდები 2 პოზიციით დაქვეითდნენ. 

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩი გამართა. ვილი სანიოლის შეგირდებმა შვედეთთან 0:1 წააგეს, ესპანეთთან 1:2, ხოლო საბერძნეთთან ფრედ 1:1 ითამაშეს. 

 

რაც შეეხებათ ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს, ესპანეთის ნაკრები მე-6 ადგილზეა, შვედეთი მე-18 პოზიციას იკავებს, საბერძნეთი 51-ე ადგილზე გახლავთ, კოსოვოს ნაკრები კი 120-ე პოზიციაზეა. 

 

ათეული შემდეგნაირი გახლავთ:

 

1. ბელგია

 

2. საფრნგეთი

 

3. ბრაზილია

 

4. ინგლისი

 

5. პორტუგალია

 

6. ესპანეთი

 

7. იტალია

 

8. არგენტინა

 

9. ურუვაი

 

10. დანია