შენგელიამ თურქეთში მშვენიერი გოლი გაიტანა (ვიდეო)

თურქეთის ჩემპიონატში ქართული დერბი გაიმართა. ლევან შენგელიას ქონიასპორმა ანკარაგუჯუს უმასპინძლა, რომლის ღირსებასაც საბა ლობჟანიძე იცავს. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან ეს ერთადერთი გოლი სწორედ შენგელიამ გაიტანა, რომელმაც ამ სეზონში მე-4 ბურთი შეაგდო. იგი სათადარიგოზე გახლდათ და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, 76-ზე კი გაათანაბრა. რაც შეეხება ლობჟანიძეს, იგი 89-ე წუთზე შევიდა მინდორზე. მოგეხსენებათ 1 კვირის ინტერვალში მან 3 სანაკრებო თამაში ითამაშა და მწვრთნელმა სავარაუდოდ დაასვენა.