საქართველომ თურქეთი თქვა

ევრობასკეტის ერთი ჯგუფი აქ, თბილისში იქნება. და, საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთის.

პროცესში, მასპინძელი ირჩევს ერთ ქვეყანას, რომელიც მის ჯგუფში იქნება. ეს პრაქტიკა 2015 წლიდან არის შემოღებული. მასპინძლები ირჩევენ თითო პარტნიორს პირადი მოსაზრებების გამო. პრაქტიკაში ბილეთების გაყიდვის თემაც არის. უბრალოდ, დღეს, პანდემიის დროს ცოტა რთულია ამ ნიუანსზე საუბარი.

 

მოკლედ, საქართველომ აირჩია პარტნიორი.

თურქეთი!

 

პარალელურად, იტალიამ თქვა ესტონეთი, რომელიც მილანში ჩავა.

ჩვენ, აქ, თბილისში თურქეთს გავტესტავთ.

მანამდე, გერმანიამ აირჩია ლიტვა და ჩეხეთმა - პოლონეთი.

და, საქართველოსთან ერთად თბილისში ირბენს...

რუსეთიც.

თუ პროცესში არ ჩაერევა FIBA, საქართველო ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს და თურქეთს დაელაპარაკება.

ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს საქართველოში, ჩეხეთში, გერმანიაში და იტალიაში ჩატარდება.

გაასწორებს.