ზაიონის დონატები

ნიუ ორლეანზი ფლეი ოფში ვერ შევა. ალბათ, ვერ შევა. ზედმეტად ბევრი ტრავმა, ზედმეტად ბევრი გამოუცდელი ტიპი და ზედმეტად... ალბათ, სხვა ტიპის მწვრთნელი. ბაბუა ვან განდი რომელიმე სპორტული არხის ანალიტიკოსი უნდა იყოს.

და, ნიუ ორლეანზს აქვს მომავალი.

ეს მომავალი არის ბრენდონ ინგრემი. მაგარი ბიჭი.  

და, ბრენდონ ინგრემზე მაგრად ეს მომავალი ერთი ბუნჩულა კაცუნაა.

ზაიონ უილიამსონი.

რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 26.5 ქულას, 7.0 მოხსნას და 3.5 პასს აგროვებს. საკაიფო სტატისტიკა. მთქმელი სტატისტიკა.

და, ზაიონი რეკორდებს ამტვრევს. უკვე ამტვრევს.

ატლანტასთან 34 ქულა ძველი თემაა. გავიარეთ, ვიცით, გაასწორა.

და, წაგებულ ჩეხვაში უილიამსონმა შაკილ ო’ნილის რეკორდი გაიმეორა. და, აზრზე მოდით, ზაიონი ჯერ 20 წლის არის.

 

ზაიონმა ჩაატარა ზედიზედ 25-ე მატჩი, რომელშიც ის იღებდა 20+ქულას და თამაშიდან 50+ პროცენტს აჯენდა. იდენტური სერია ჰქონდა შაკს. 20 წლის წინ.

 

ო’ნილთან ყველაზე ახლოს არიან კარლ მელოუნი (1989, 19 მატჩი) და უილტ ჩემბერლენი (1966, 19).

ზაიონმა 18/12 სროლა ათიანში გლიჯა, 10/9 საჯარიმო ზუსტად შეასრულა და იქვე, 5 მოხსნაც დასვა.

მონსტრი.

რომელიც მომავალია. და, რომელიც ძალიან მალე ლიგის ყველაზე შეუჩერებელი მხეცი გახდება. ზაიონთან ერთად უნდა მოუმატოს გუნდმაც. თუ მწვრთნელს შეცვლის.

მანამდე, უილიამსონი კიდევ რამდენიმე ათეულ დონატს დააგემოვნებს, მოწრუპავს ფორთოხლის ფრეშს და დაიწყებს მტვრევას.

როგორც - ჰალკი.