5 მოგერიებული მატჩპოინტი და ბასილაშვილის ურთულესი გამარჯვება

სარდინიაში მიმდინარეობს ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებული სტარტი აიღო ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში 4:6 6:4 7:5 დაამარცხა იოზეფ კოვალიკი და 1/8 ფინალში გავიდა.

 

მიმდინარე სეზონში სლოვაკი ჩოგბურთელი საკმაოდ ხშირად თამაშობს თიხნარის საფაროვან კორტებზე(ითამაშა სტაბოლის, ანტალიის, კორდობას, სანტიაგოს და ბუენოს აირესის ტურნირებზე ), ნიკა კი 2021 წელს თიხაზე პირველად ასპარეზობდა, რაც რათქმაუნდა კოვალიკის უპირატესობა გახლდათ.

 

შეხვედრის სტარტი იოზეფს ბევრად უკეთესი გამოუვიდა და თავიდანვე დაწინაურდა ბრეიქით 2:0, თუმცა ბასილაშვილმა მალევე აუღო ალღ მეტოქის თამაშს და ზედიზედ 3 გეიმის მოგებით უკვე თვითონ გავიდა ბრეიკით წინ 3:2.

 

სამწუხაროდ მალევე ქართველ ჩოგბურთელს „ჩავარდნა“ დაეწყო და მომდევნო 3 გეიმი ამჯერად უკვე იოზეფმა მოიგო 5:3.

 

მე-9 გეიმში ნიკამ მეტოქის ჩაწოდებაზე 2 სეტპოინტი მოიგერია და უმძიმეს ბრძოლაში უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა მომდევნო გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო და ყველაფერი „წყალში ჩაყარა“ 4:6.

 

 

 

მეორე სეტი უკვე ბასილაშვილმა გახსნა ბრეიკით და მალე 4:1 დაწინაურდა. სლოვაკმა ჩოგბურთელმა თითქოს შეუძლებელი შეძლო - 2 უკუბრეიკი შეასრულა და მალე ანგარიშც გაათანაბრა 4:4, თუმცა იოზეფს მეტზე უბრალოდ ძალა აღარ ეყო - ნიკამ კონცენტრაცია მოიკრიბა და ზედიზედ 2 გეიმის მოგებით სეტებში ანგარიში გაათანაბრა 4:6 6:4.

 

მესამე, გადამწყვეტი პარტია  უკვე კოვალიკის უპირატესობით აღინიშნა - ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. თითქოს ყველაფერი დაკარგული ჩანდა და ნიკა მარტივად წააგებდა შეხვედრას, თუმცა ბასილაშვილმა ფსიქოლოგიური მდგრადობა გამოიჩნა და ზედიზედ მოგებული 2 გეიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა 2:3.

 

ყველანარი ლოგიკით, ნიკას მე-6 გეიმში წონასწორობა უნდა აღედგინა, თუმცა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქე ისევ წინ გაიქცა 4:2.

 

ბასილაშვილი არც ამჯერად დანებდა მეტოქეს - მორიგი უკუბრეიქი და მალე ანგარიშც გათანაბრდა 4:4.

 

დაძაბულობამ პიკს უწია. იოზეფმა მორიგი  გეიმი მოიგო საკუთარ ჩაწოდებაზე და ნიკას უკვე შეხვედრაში „დასარჩენად“ უწევდა ასპარეზობა 4:5.

 

მატჩის კულმინაცია სწორედ მე-10 გეიმში შედგა.15 წუთიანი გეიმის მსვლელობისას  კოვალიკმა 5 მატჩპოინტი ვერ გამოიყენა ნიკას ჩაწოდებაზე და ქართველს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა 5:5.

 

 

ვერგამოყენებული შანსების ფონზე, ქართველმა ჩოგბურთელმა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკური მომზადების ფონზე მომდევნო 2 გეიმი მოუგო მეტოქეს და მასთან ერთად მარათონული მატჩიც 4:6 6:4 7:5.

შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 0 ეისი, 5 ორმაგი და 9 ბრეიკი გახლდათ, თავისმხრივ კოვალიკმა 5 ეისის წილ 3 ორმაგი დაუშა და რვაჯერ აიღო ქართველის ჩაწოდება.

ნიკას მომდევნო მეტოქე გერმანელი ჟან ლინარდ შტრუფი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 2 სეტში დაამარცხა ლიამ ბროადი 6:4 6:2.

 

 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი შტრუფს კარიერაში 6-ჯერ შეხვდა და მხოლოდ 2 მატჩი მოუგო.

 

2013 წელი, ჰარდი,  ბერგამო (ჩელენჯერი), 1/16 ფინალი

 ბასილაშვილი - შტრუფი 1:6 0:2

 

2016 წელი, თიხა, ჰეილბორნი (ჩელენჯერი) ფინალი

ბასილაშვილი - შტრუფი 6:4 7:6

 

2019 წელი, ჰარდი, მონრეალის მასტერსი, 1/16 ფინალი

ბასილაშვილი - შტრუფი 2:6 6:2 6:3

 

2020 წელი, ჰარდი, დუბაი 500, 1/8 ფინალი

ბასილაშვილი - შტრუფი 1:6 0:6

 

2020 წელი, ჰარდი, გერმანია,  გასახურებელი მატჩი, პრემიერ ლიგა

ბასილაშვილი - შტრუფი 1:6 5:7

 

2020 წელი, ჰარდი, პარიზის მასტერსი  1/32 ფინალი

ბასილაშვილი - შტრუფი 2:6 4:6