სანიოლი ბაიერნი-პსჟ-ზე: თქვა, გამართლდა

ვილი სანიოლმა ბაიერნი-პსჟ-ის მატჩის წინ Le Parisien-თან ისაუბრა და რაც თქვა, გამართლდა კიდეც. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა პარიზული კლუბიც კარგად იცის და მიუნხენური ხომ იცის და იცის...

 

„ბაიერნი ლევანდოვსკის გარეშე სხვა გუნდია და შაბათს ეს ვნახეთ ლაიპციგთან. გუნდი ბევრს ეძებს დაბოლოების ვარიანტებს და უჭირს დასრულება. ამიტომაც უწევს ფორსირება, დამატებითი შეხებები ბურთზე. პსჟ-ს შეუძლია ამით სარგებლობა და ლევანდოვსკის გარეშ დარჩენილ მეტოქესთან წნეხი ნაკლებად ექნებათ. პარიზელებს ასევე შეუძლიათ თავიანთი თამაშის ჩვენება და სიმწვავე, ვიდრე აქამდე ხდებოდა. კონკრეტულად კი კონტრშეტევებზე გადასვლები“.

 

პსჟ-მ მიუნხენში 3:2 მოიგო და ახლა უკვე წყვილის ფავორიტია.