დიურანტი დაბრუნდა

კევინ დიურანტი დგას. კევინ დიურანტმა ითამაშა. კევინი დაბრუნდა.

და, ფლეი ოფის დაწყებამდე ბრუკლინმა დაიბრუნა აღმოსავლეთის ფავორიტის სავარძელი. იმ სავარძელში პერიოდულად მოკალათდნენ ფილადელფია და მილუოკი. დღეს, სავარძელი ბრუკლინს ეკუთვნის.

კევინმა 23 მატჩი გამოტოვა.

 

და, კევინმა 19 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და დაფარება დაირტყა. იდეალური პროცენტი თამაშიდან (5/5).

 

და, ბრუკლინმა დაკუჭა ზაიონ უილიამსონის ბენდი 139:111.

კევინი სათადარიგოებში იყო. მხოლოდ მეორედ კარიერაში. და, კევინმა პირველად ითამაშა ლამარკუს ოლდრიჯთან და ბლეიქ გრიფინთან ერთად. ბრუკლინი ჯაგერნაუტია.

მატჩს კევინის დედიკო, ვანდა ესწრებოდა. და, შვილმა დაგლიჯა. იდეალური დაბრუნება იდეალური შემტევისგან. ბრუკლინი რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად.

დიურანტი იყო განაცხადში, მაგრამ კევინის გამოსვლა არ იყო გადაწყვეტილი. ბრუკლინის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ნეშმა ბოლო მომენტში აანთო მწვანე - დიურანტი თამაშობს.

დიურანტთან ერთად გრიფინი მეტ კარგ სროლას მიიღებს.

დიურანტთან ერთად ოლდრიჯი მეტ თავისუფალ სივრცეს მიიღებს.

დიურანტთან ერთად კაირი ირვინგი კაიფს მიიღებს.

და, როდესაც დაბრუნდება ჯეიმს ჰარდენი, ლიგას კალათბურთის ისტორიაში უძლიერესი შეტევა შეასკდება. ლიგა მიიღებს ორი მხრიდან ალესილ ხმალს, რომელიც ბევრს დააგდებს.

კევინ დიურანტის წუთებს, ფეხებს გაუფრთხილდებიან. ბრუკლინის გეგმაში რეგულარულის მოგება და ფლეი ოფისთვის დასვენებაა. იდეაში, უნდა გამოვიდეს. ეს გუნდი მკვლელობის საუკეთესო მანქანაა.

ეს გუნდი კევინის გარეშეც გილიოტინა იყო.

კევინთან ერთად მიცვალებულების რაოდენობა გაიზრდება.