რამოსი: ბარსას მესი რომ არ ჰყოლოდა...

რეალის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ლეო მესიზე ისაუბრა

 

"ამ წლების განმავლობაში, მესიმ დაგვტანჯა. ბარსას მესი რომ არ ჰყოლოდა, შესაძლოა მეტი ტიტული მოგვეგო. 

 

ისტორიაში საუკეთესო ბარსელონას წინააღმდეგ თამაში გვიწევდა. ჩვენ ისეთი დიდი სპეციალისტი გვყავდა, როგორიც მოურინიოა, მაგრამ მათი დამარცხება ძალიან გვიჭირდა. ხშირად ვერ ვუგებდით, დაძაბული შეხვედრები იყო და ეს დაძაბულობა ორივე მხრიდან მოდიოდა," - ამბობს კაპიტანი დოკუმენტურ ფილმში "სერხიო რამოსის ლეგენდა"

 

რამოსმა ლა ლიგა 5-ჯერ, მესიმ კი 10-ჯერ მოიგო...