თამაშგარე "ავტომატიკაზე"?..

დიდი შანსია, ფიფამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარეს ავტომატურად გამოვლენის სისტემა დააყენოს. ამის შესახებ ფიფას გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა. ფრანგი მწვრთნელი ბოლო წლებში სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობს.

 

„ვფიქრობ, 2022 წლისთვის ეს სისტემა მზად იქნება. ავტომატური ამ შემტხვევაში ნიშნავს სიგნალს, გვერდით მსაჯს საათზე ენთება წითელი ფერი და ეს ნიშნავს, რომ თამაშგარეა. ახლა ხშირია სიტუაციები, როცა ფეხბურთელები ელოდებიან, რათა გაიგონ, მოხვდნენ თამაშგარეშუ თუ არა. ასე კი საშუალოდ 70-80 წამი გადის.

 

...მჯერა, ეს დროის მოგების და რაც მთავარია სამართლიანობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

 

...მე პირადად მსურს, რომ ეს სისტემა დაინერგოს და სიგნალი პირდაპირ გვერდით მსაჯს მისდიოდეს“ - წერს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.