აუფ, ბეილი ...

მადრიდის რეალის უელსელ ვარსკვლავს, რომელიც ამჟამად იჯარით ტოტენჰემში თამაშობს, თურმე 100 პროცენტით სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის.

„შეთქმულების ბევრი თეორია არსებობს. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ჩანაწერებიც არახალია. ისიც ვიცი, რომ ეს უჩვეულო ობიექტები მთავრობების საიდუმლო ქმედებებია. მაგრამ უცხოპლანეტელების არსებობის 100 პროცენტით მჯერა, თავად მინახავს მფრინავი თეფში“, - მოუყვა ბეილი დეილი სთარს.

 

Gareth Bale open to Premier League move as he seeks Real Madrid exit |  Gareth Bale | The Guardian

 

ასეთი რამეები ფეხბურთელებს ადრეც უთქვამთ. მაგალითად, ცხონებულმა დიეგო მარადონამ „აღიარა,“ რომ ბარში მძიმე ღამის შემდეგ, სამი დღე მფრინავ თეფშში გაატარა.

უნივერსიდად დე ჩილეს მოთამაშემ, გილერმო მარინომ კი ერთხელ ვარჯიში გააცდინა და მერე თქვა უცხოპლანეტელებმა მომიტაცესო.