გია გურული: კვარაცხელიასთვის გრანდი ადრეა

Leadersport.ge-მ საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ გია გურულთან ინტერვიუ ჩაწერა. მას რამდენიმე თემაზე ვესაუბრეთ და ცხადია ხვიჩა კვარაცხელიაზეც ვკითხეთ აზრი.

 

"ხვიჩა უნიჭიერესი ფეხბურთლია. მას ყვეალფერი აქვს, დარტყმა, პასი, ტექნიკა, დრიბლინგი... რაც შეეხება მის მომავალს, ამას წინათ სლუცკის ვუსმინე და ძალიან სწორი თქვა. ის ჯობია არა გრანდში, არამედ კარგ გუნდში წავიდეს, მაგალითად აიაქსის დონის კლუბში. ხვიჩას სკამზე ყოფნა არ შეიძლება, მან მუდმივად უნდა ითამაშოს, სათამაშო პრაქტიკა მისი ენერგიის წყაროა."-განაცხადა გურულმა.

 

გია გურულთან ვრცელ ინტერვიუს Leadersport.ge დღეს საღამოს შემოგთავაზებთ.