ლებრონი ილესავს

ლეიკერსი უკეთესი იქნება. როდესაც ენტონი დევისი და ის, განსაკუთრებული დაბრუნდებიან.

განსაკუთრებული ლებრონ ჯეიმსია.

ლებრონ ჯეიმსი მეფეა.

მარტივი ფორმულა.

ლებრონის გარეშე გუნდს ბევრი და მაგრად ურტყეს. ლებრონის გარეშე გუნდი იდგა, ვერ გარბოდა პირველ შეტევაში, აკლდა იმპროვიზაცია.

 

და, ჯეიმსმა დაატვიტერა - მალე ლიგას შტორმი წაიღებს.

 

უნდა წაიღოს. მალე ლიგას, გუნდს, კალათბურთს მეფე დაუბრუნდება. ერთადერთი და განუმეორებელი. ლებრონ ჯეიმსი ემზადება. ლებრონ ჯეიმსი ილესავს.

36 წლის ჯეიმსი ისვენებს. სამი კვირა ულებრონოდ მძიმე თემაა. და, დევისი 15 თებერვლის შემდეგ დაპაუზდა. კიდევ ერთი მინუსი კალიფორნიისთვის. ნუ, კალიფორნიის იმ ნაწილისთვის, რომელიც კლიპერსზე ვენებს არ იხსნის.

ლებრონის და დევისის გარეშე ლეიკერსმა დაკარგა პოზიციები დაუნდობელ დასავლეთში. მეორე - ამ მონსტრებთან ერთად. და, მეხუთე მათ გარეშე. მაიამისთან გარჩევამდე გუნდს 32:19 აქვს.

და, ჯეიმსი ამ სეზონში - 25.4 ქულა, 7.9 პასი, 7.9 მოხსნა. კლასიკა.

დევისიც სოლირებს - 22.5 ქულა, 8.4 მოხსნა, 3.0 პასი, 1.8 დაფარება, 1.3 ჩაჭრა. უნივერსალური ჯარისკაცი.

ლეიკერსი მალე დაბრუნდება.