იაპონია ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გუნდით იასპარეზებს

6-9 აპრილს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩატარდა აზია-ოკეანეთის ჩემპიონატი ძიუდოში. იაპონიის მამაკაცთა ნაკრები მხოლოდ 4 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი (ქალთა წონით კატეგორიებში წარმომადგენელი არ ყოლიათ) და 4 მედალიც მოიპოვა - 3 ოქრო და 1 ვერცხლი.

 

 

60 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ნაოჰისა ტაკატომ, რომელმაც ფინალში ჩინელი იუნგ ვენგ იანგი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიგო აზიის ჩემპიონის ტიტული (პირველი ჩემპიონობა - 2017 წელს).

 

90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა სოჩირო მუკაი, თუმცა იქ დამარცხდა  უზბეკ დავლატ ბობონოვთან, 100 კგ-ში აარონ ვულფმა იზეიმა ჩემპიონობა (მოუგო უზბეკ მუჰამადკარიმ ხურამოვს, ხოლო მძიმეში(+100) ჰისაიოში ჰარასავამ ფინალში  სძლია სამხრეთ კორეელ მინჯონგ კიმს.

აზიის ჩემპიონატზე(ბიშკეკი) და იაპონიის შიდა ჩემპიონატზე(ფუკუოკა) ნაჩვენები შედეგების მიხედვით მამაკაცთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოსეი ინუემ ჩამოწერა ის შემადგენლობა, რომელიც 6-13 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

 

 

2021 წლის 24 მარტს მსოფლიო ძიუდომ უდიდესი დანაკლისი განიცადა, როდესაც 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ძიუდოს იაპონელი ლეგენდა ტოშიჰიკო კოგა, ამ მოვლენიდან 2 კვირაში კი მისი ვაჟი გენკი კოგა  დასახელდა იმ რაზმში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. კოგა-უმცროსს ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული: 2015 წელს კადეტებში, ხოლო 2018  წელს იუნორებში, საინტერესო იქნება - გენკი ‘სინიორებშიც“ თუ მოიგებს მსოფლიოს ოქროს.

ინუეს გადაწყვეტილებით, იაპონიის ნაკრებმა 2 წონით კატეგორია გააორა - 60 კგ და 90 კგ.

60 კგ   რუიჯი ნაგაიამა

 

60 კგ         გენკი კოგა

 

66 კგ   ჯოშირო მარუიამა

 

73 კგ სოიჩი ჰაშიმოტო

 

81 კგ სოტარო ფუჯივარა

 

90 კგ კენტა ნაგასავა

 

90 კგ სანშირო მურაი

 

100 კგ კენტარო იიდა

 

+100 კგ კოკორო კაგეურა

 

გუნდური ასპარეზობისთვის ნაკრებს დაემატებიან

 

-73 კენში ჰარადა

 

+100 კგ კაზუია სატო

 

ვინაიდან მოახლოვებული მსოფლიო ჩემპიონატი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ახლო-ახლო ვადებში იმართება, ინუეს გადაწყვეტილებით იაპონია ბუდაპეშტში მეორე შემადგენლობით იჭიდავებს და ზემოთ ჩამოთვლილი ძიუდოისტებიდან ვერცერთი ვერ მოხვდება ოლიმპიურ თამაშებზე.

იაპონელთა ოლიმპიური გუნდი კი ასე გამოიყურება