კლიპერსის მსხვერპლი

და, ეს მსხვერპლი იყო გუნდი, რომელიც კლიპერსს დღესაც უსწრებს.

ფინიქსი.

კრის პოლის მაგია, დევინ ბუკერის აგრესია და ნიჭი, დეანდრე აიტონის სიღრმე შეტევაში. ფინიქსს ამ სამი ეჭვმიტანილის გარეშეც არ აკლია მრავალფეროვნება, მაგრამ უფრო ეს სამი ხმაურობს. უფრო, ეს სამი აგვარებს. უფრო ამ სამმა უნდა აკრიფოს ფლეი ოფში.

113:103. კლიპერსმა ოდნავ მძიმედ დაიწყო და მეორე ტაიმში აკრიფა, გაიქცა.

 

და, კავაი ლეონარდი, რომელმაც დიდ შესვენებამდე 4 შეცდომა დაუშვა, მესამე მეოთხედში კლავდა.

 

14 ქულა, რამდენიმე მნიშვნელოვანი, მოგებული ეპიზოდი დაცვაში და კლიპერსმა არ გაუშვა სანზი, რომელიც დაღლილი იყო. 48 საათში ორი მძიმე გასვლა (იუტა, კლიპერსი) გამტვრევს, გართმევს ენერგიას, გაგდებს.

კავაი ერთ ეპიზოდში აიწია, მიატენა აიტონს და დეანდრე იმ დაჩაგრული, ნაცემი, კუთხეში მიყენებული ბავშვი იყო. რომელმაც ცუდი ნიშნების გამო ეზოში ჩასვლის უფლება დაკარგა. კავაიმ ბოლო ლურსმანი ჩააჭედა დეანდრეს სასახლეში.

ლეონარდმა მშვიდად აკრიფა 27 ქულა და ფინიქსი დაიფერფლა. პოლ ჯორჯმაც გადასერა სანზი. 33 ქულა, იდეალური სტარტი გარედან (6/5 სამიანი) და კავაიმ იკაიფა ჯორჯის ყომარით. ორმა კოვბოიმ არ დაინდო დასავლეთი.

და, კლიპერსს მაგარი მარტივი განრიგი აქვს.

ბოლო ოც მატჩში კლიპერსი შვიდჯერ გატესტავს ჰიუსტონს, ოკლაჰომას, დეტროიტს და მინესოტას. და, კლიპერსი მაგრად მოუმატებს. პლიუს, დაბრუნდება ტრავმირებული სერჟ იბაკა. და, გუნდი დაცვაშიც მეტს აიღებს და - შეტევაშიც. სერჟი დღეს დონეა. და, სერჟთან ერთად ისვენებს კავაიც. ეს ბევრს ნიშნავს.

კლიპერსი ლეიკერსს დაელოდება.

ბრძოლა ლოს ანჯელესისთვის გრძელდება.

და, ბუკერმა ზედიზედ მეორედ დაამთავრა ჩეხვა ზუსტი სამიანის გარეშე. ხანდახან, კავაიც იჩხვლიტებოდა. მხოლოდ, ხანდახან, მაგრამ ეს საკმარისია.

კლიპერსი ძალაა.