საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გამოფინა

საფრანგეთის ძიუდოს ქალთა ნაკრები ამჟამად ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში და ღირსეულ კონკურენციას უწევს იაპონიას.

მაღალი მიღწევების მენეჯერმა ლარბი ბერბუნდმა გამოამზეურა საფრანგეთის ქალთა ნაკრების წინასწარი შემადგენლობა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამშზებზე იასპარეზებს.

 

 

48 კგ წონით კატეგორიაში, ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრა შირინ ბუკლიმ, რომელმაც კონკურენცია მელანი კლემეს მოუგო. ბუკლიმ ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა - 2020 წელს კონტინენტის პირველობაზე იმარჯვა, ხოლო 2021 წლის დასაწყისში, თელ ავივის გრანდ სლემის ფინალში თვით დარია ბილოდიდი დაამარცხა.

 

საფრანგეთის ქალთა ნაკრები  ოლიმპიურ თამაშებზე (ტოკიო)

 

48 შირინ ბუკლი

 

52 კგ ამანდინ ბუშარი

 

57 კგ სარა-ლენ სისქო

 

63 კგ კლარის აგბენენუ

 

70 კგ  ჯერჯერობით არ გარკვეულა

 

78 კგ მადელინ მალონგა

 

+78 კგ რომაინ დიკო

 

ერთადერთი კითხვის ნიშანი ჩნდება 70 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ევე მარიე გაიე და მარგო პინო არიან. ოლიმპიადაზე წამსვლელ ჯუდოკას, ევროპაზე ნაჩვენები შედეგი განსაზღვრავს

 

 საფრანგეთის ქალთა ნაკრები  ევროპის ჩემპიონატზე (ლისაბონი)

 

48 მელანი კლემე

 

52 კგ ამანდინ ბუშარი

 

57 კგ სარა-ლენ სისქო

 

70 კგ  მარგო პინო, მარი ევე გაიე

 

78 კგ ფანი ესტელ პოსვიტი

 

+78 კგ ანნე ფატუმა მბაირო, ლეა ფონტეინი

 

 

საფრანგეთის მამაკაცთანაკრები  ევროპის ჩემპიონატზე (ლისაბონი)

 

60 კგ ვალიდე ხიარი, ლუკა მხეიძე

 

73 კგ ბენჟამინ აქსუ,   გილემ ჩაინი

 

81 კგ ალფა ჯალო, ნიკოლას ჩლარდი

 

90 კგ ალექსის მატიუ

 

-100 კგ ალექსანდრ იდირი, სირილ მარე