გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე 13-თვიანი პაუზის შემდეგ  მოედანს უბრუნდება. მან ტრავმის გამო ჯერ მსოფლიოს თასის გათამაშება, ხოლო მოგვიანებით შემოდგომის ერთა თასიც გამოტოვა.

 

ცუცქირიძე ამჟამად ორიაკში ირიცხება. ერთი თვის წინათ მან ამ კლუბთან კონტრქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.

 

ორიაკი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის 26-ე ტურში სტუმრად ეთამაშება ნევერს. ცუცქირიძე სათადარიგოთა შორისაა. თადარიგში არიან ასევე ლუკა ნიორაძე, გიორგი ჯავახია და გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ბექა საღინაძე თამაშს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

 

შეგახსენებთ, რომ ორიაკი ამჟამად 44 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.