გამარჯვება ბოლო წუთზე

ვეფხვები-არმაზი 17:21


ვეფხვები:  2ლ - ჭავჭავაძე (2). 2გ,ს - ბეჟუაშვილი.

 

სინბინი: დიღმელაშვილი

 

არმაზი: 2ლ - კალმახელიძე, ტაბაღუა

 

სინბინი: 3ს,გ - ჯინჭველაშვილი

 

მსაჯი: საბა აბულაშვილი

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის გათამაშების ქვედა ექვსეულში პატარძეულის ვეფხვებმა მარნეულის არმაზს უმასპინძლა და 17:21 დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ პატარძეულელთა მდგომარეობა სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გართულდა. პირველ ლიგაში სამი ხელმოცარული დაქვეითდება. ვეფხვები კი, ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფებიან.

 

არადა, პატარძეულელებმა პირველი ტაიმი 14:9 მოიგეს და ბოლო წუთამდე ანგარიშში წინ იყვნენ 17:14. არმაზელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფარ-ხმალი არ დაყარეს და გამარჯვებისთის თავდაუზოგავად იბრძოლეს. მარნეულის გუნდს უკანასკნელ წუთზე შეცვლაზე შესული ნიკო ტაბაღუას ლელომ მოაგებინა.

 

Возможно, это изображение (1 человек и текст)

 

ლიდერბეთის რჩეული კი, არმაზის მგეზავი ლუკა მატკავა გახდა.

 

 

10 აპრილი

 

არესი-ხარები

 

11 აპრილი

 

ჯიქი-ლელო

 

სატურნირო მდგომარეობა

 

1. ხარები - 24 ქულა, 2. არმაზი - 18, 3. არესი - 15, 4. ლელო - 11, 5. ვეფხვები - 10, 6. ჯიქი - 6