კვარაზე... მილანის გარდა, სხვა იტალიური ვარიანტებიცაა

ხვიჩა კვარაცხელიათი იტალიის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. არა მხოლოდ მილანი. საუბარია ინტერსა და ატალანტაზეც...

 

Tuttomercatoweb წერს, რომ ქართველში სავარაუდოდ 15-20 მილიონ ევროს გადაიხდიან.

 

ადრე დაიწერა ნაპოლის ვარიანტზეც. ვნახოთ, ჯერ ადრეა და როგორც ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელიამ გვითხრა, დიდი ალბათობით, მაისის შუა რიცხვებამდე არაფერი გადაწყდება.