მასპინძლებიდან არესმა მოიგო, ყოჩები დამარცხდა

ყოჩები-აკადემია 12:13


ყოჩები: 4ს - მალაღურაძე (3), სოხაძე

 

აკადემია: ლ - ილურიძე. 2ს,გ - მარგიანი

 

მსაჯი: ირაკლი ჭანუყვაძე

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის ზედა ექვსეულში ბოლნისის ყოჩებსა და თბილისის აკადემიას შორის ბრძოლა დაძაბული გამოდგა. იმდენად, რომ აკადემიელებმა მინიმალური სხვაობით მოგება უკანასკნელ წუთზე გატანილი საჯარიმოთი შეძლეს - 13:12.

 

Возможно, это изображение (1 человек и на открытом воздухе)

 

ლიდერბეთის რჩეული კი, აკადემიას გარემარბი საბა ილურიძე გახდა.

 

 

არესი-ხარები 20:15


არესი: 2ლ - დანგაძე (2). 2გ - აბაშიძე. 2ს - აბაშიძე, გობეჯიშვილი

 

სინბინი: აბაშიძე, დანგაძე, შუბითიძე

 

ხარები: 2ლ- ნატრიაშვილი, ხუციშვილი. გ,ს - ხუციშვილი

 

სინბინი: ღარიბაშვილი

 

მსაჯი: შოთა თევზაძე

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის გათამაშების ქვედა ექვსეულში ქუთაისის არესმა, ჯგუფის ლიდერს, რუსთავის ხარებს უმასპინძლა და 20:15 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქუთაისურმა გუნდა წინ ნაბიჯი გადადგა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. თუმცა, მთავარი ბრძოლები გადასატანი ჯერ კიდევ წინ აქვს.

 

არესმა პირველი ტაიმი 7:15 დათმო, მაგრამ შესვენების შემდეგ ისე ლაზათიანად გაისარჯა, რომ მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშულება არ მისცა. თვითონ კი, 20 ქულა დააგროვა და უმნიშვნელოვანესი ოთხი ქულა მიითვალა სატურნრო ცხრილში.

 

Возможно, это изображение (1 человек и текст)

 

ლიდერბეთის რჩეული კი, არესის მესამეხაზელი ბადრი დანგაძე გახდა.

 

ქვედა ექვსეული  

 

11 აპრილი

 

ჯიქი-ლელო

 

სატურნირო მდგომარეობა

 

1. ხარები - 25 ქულა, 2. არესი - 19, 3. არმაზი - 18, 4. ლელო - 11, 5. ვეფხვები - 10, 6. ჯიქი - 6

 

ზედა ექვსეული

 

11 აპრილი

 

იუნკერები-აია

 

სატურნირო მდგომარეობა

 

1. ბათუმი - 21 ქულა, 2. აია - 18, 3. აკადემია - 18, 4. ლოკომოტივი - 13, 5. ყოჩები - 10, 6. იუნკერები - 9