ლარი ბერდი დაამტვრიეს

ბოსტონი ლარი ბერდია.

და, შემდეგ უკვე - ბილ რასელი. და, ალბათ, ცოტა უკან დგას ჯონ ჰავლიჩეკი. ბობი კუზისთან ერთად. სერიოზული ტერორისტები.

ეს ბოსტონია. და, ბოსტონის ისტორიის ნაწილი კიდევ ერთი მოურიდებელი ახალგაზრდა გახდა.

ჯეისონ ტეიტუმი.

 

რომელმაც დამატებით დროში მინესოტას 53 (!) ქულა აარტყა. 35 - მეორე ტაიმში და დამატებითში. გაასწორა.

 

23 წლის ჯეისონი გახდა სელტიქსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა 50-ქულიანი მკვლელი.

და, ტეიტუმმა ლარი ბერდს გაასწრო. ხდება ხოლმე. ლარი არ არის წინააღმდეგი. ლარიმ ეს შედეგი 26 წლის ასაკში დააჯინა.

ამ მატჩში ლარი კიდევ ერთმა კარგმა ბიჭმა შეაწუხა.

მარკუს სმარტმა. რომელმაც 4 სამიანი გამოიყენა და სელტიქსში ჩაგდებული სამიანების რაოდენობა გახდა 651. ლარი ბერდს აქვს 649.

სმარტზე წინ არიან ენტუან უოკერი (937), რეი ალენი (1 051) და პოლ პირსი (1 823). სერიოზული ტიპები. ჩემპიონები. უბრალოდ, უოკერმა ეს ჩემპიონობა მაიამიში გაშანსა.

მინესოტასთან ტეიტუმმა, სმარტმა, ჯეილენ ბრაუნმა და კემბა უოკერმა გუნდის 145 ქულიდან 120 აკრიფეს.

ცუდი ბიჭები.

და, ეს ცუდი ბიჭები ფლეი ოფში გაიშლებიან.