კიდევ ერთი ოქროს მედალი მოსკოვიდან

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნთა შორის ანასტასია გოტფრიდმა ატაცში ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ორი ცდა 108/111 გამოიყენდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

გოტფრიდმა ევროპული ოქროსთან ერთად  საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო. ანასტასიამ სარეკორდო ზღვარს  1 კილოგრამით გადააჭარბა.

 

გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში მოგროვებული 239 კილოგრამით კი მე-4 ადგილი ერგო.