კასანო კონტეზე: მისი ავტობუსი საშინელებაა

ერთმა ანტონიომ მეორე ანტონიო გააკრიტიკა: ჩემპიონი გახდება, მაგრამ გასაშვებიაო... ეს კასანომ თქვა კონტეზე. იტალიის ნაკრების ყოფილ შემტევს ინტერის მწვრთნელის ტაქტიკა  არ მოსწონს.

 

„ინტერი სკუდეტოს მოიგებს, მაგრამ ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობს. ამას გულით ვამბობ. ასეთი ფეხბურთი მეჯავრება, რადგან საშინელებაა. კონტესნაირი მწვრთნელი რომ მყავდეს, კლუბის პრეზიდენტის კაბინეტში შევიდოდი და ვთხოვდი, რომ გაეთავისუფლებინა.

 

...5-3-2 ტაქტიკა, სადაც ავტობუსია ჩაყენებული.

 

...რაც შეეხება ახალი ფეხბურთელების მოწვევას, ვინ არის ასეთი? კონტეს ნამდვილი ჩემპიონები არ სჭირდება“ - წერს football-italia.