მორატა სახლში

ალვარო მორატა, ფაქტობრივად, მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელია. ესპანელმა ფორვარდმა ისაუბრა, თუ რას ნიშნავს მისთვის ატლეტიკო.

"მოუთმენლად ველოდები, როდის დაიწყება ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში. ვინც ჩემი ისტორია იცის, ისიც ეცოდინება, რომ ატლეტიკო გულით მიყვარს. ამ კლუბში დავიწყე, აქ გადავდგი ფეხბურთში პირველი ნაბიჯები.  ამიტომ განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება".

 

მორატა 14 წლის იყო, როცა ატლეტიკოს აკადემიიდან ხეტაფეში გადავიდა, იქიდან კი ერთ წელიწადში მადრიდის რეალის კანტერაში აღმოჩნდა.