რეკორდი და ოქრო მოსკოვიდან! - ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ქართველი გოლიათი, ლაშა ტალახაძე ჩაერთო და საქართველოს ნაკრებს მორიგი ოქროს მედლები მოუტანა.

 

ქართველმა ძალოსანმა ატაცში თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 222 კილოგრამი აწია. 

 

რაც შეეხება აკვრაში მან 263 კილო დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 485 კილოგრამი აწია.