1 გოლი სენსაციამდე და 1 გოლი ქამბექამდე

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში მორიგი მატჩი გაიმართა. საბურთალომ ქობულეთის შუქურას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ თამაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავალთ, ქობულეთელებს საკადრო პრობლემების გამო განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელი ჰყავდათ. 

 

ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. ჩელებაძის ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, სტუმრებმა რამდენჯერმე დაარტყეს, ეპიზოდი კი მიშიკო სარდალიშვილის გოლით დასრულდა. გოლის შემდეგ საბურთალომ შეუტია, გუნდები კი შესვენებაზე 0:1-ით გავიდნენ. 

 

მეორე ნახევარში კვლავ შუქურა აქტიურობდა და გაიტანა კიდეც. გოლი კვლავ სტანდარტულს მოჰყვა. ჯარიმის შემდეგ, მუსელიანმა თავით დაარტყა და გოშაძემ მშვენიერი სეივი განახორციელა, დამატებაზე კი კვლავ მუსელიანმა შეაგდო. 

 

ამის შემდეგ კორღალიძემ ცვლილებები განახორციელა, რამაც აშკარად გაამართლა. გამოსარჩევია გიორგი კოხრეიძე, რომელმაც რამდენიმე მწვავე პასი გააკეთა. დღევანდელ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო იური ტაბატაძე, რომელმაც დუბლი შეასრულა. ტაბატაძემ 74-ე და 75-ე წუთებზე შეაგდო. 

 

საბურთალომ მოგებისკენ გაიწია და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა უსაქმოდ არც შუქურა ყოფილა. მატჩის ბოლო საინტერესო ეპიზოდის მთავარი მოქმედი პირი ნიკოლოზ მალია, რომელმაც 94-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად გააძევეს. 

 

საბურთალომ 11 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგ შეხვედრას კი სამტრედიასთან გამართავს. შუქურა 9 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში თელავს დაუპირისპირდება. 

 

საბურთალო 2:2 შუქურა

 

გოლები: სარდალიშვილი (11), მუსელიანი (60), ტაბატაძე (71; 72).

 

გაძევება: მალი (94)