ლოკომოტივმა ტორპედო უქულოდ დატოვა

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ქუთაისის ტორპედოს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. 

 

პირველი ტაიმი მეორესგან განსხვავებით არცისე სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში სწორედ პირველი ნახევრისთვის დამატებულ წუთზე გაიხსნა. სამურკასოვის მშვენიერი პასით, კირკიტაძემ ისარგებლა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ჰამზიჩის კარი აიღო. 

 

მეორე ტაიმი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და გაიტანეს. 59-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ლოკოს საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ეპიზოდი კი მუროდჯონ ტუიჩაბიევის გოლით დასრულდა. 

 

69-ე წუთზე ტორპედოს დაწინაურების მშვენიერი შანსი ჰქონდა, თუმცა ფადი ზიდანმა პენალტი ცუდად დაარტყა და ბურთი კარს ასცდა. დღევანდელ შეხვედრაში დაუწერელი საფეხბურთო კანონი "ვერ გაიტან გაგიტანენ" ამოქმედდა და 3 წუთში ტორპედომ აქეთ მიიღო გოლი. შონიას ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმული, ჰამზიჩისთვის აუღებელი აღმოჩნდა. 

 

73-ე წუთზე ქუთაისელებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს და საჯარიმოს მისადგმოებიდან დარცმელიამ უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საკვირველია, მაგრამ ბექას ტორპედოს არცერთი ფეხბურთელი არ უშლიდა ხელს, არა და წესით 1 საყრდენს მაინც უნდა ეთამაშა მის წინააღმდეგ.

 

ლოკომოტივმა მეტოქეს თამაშით საგრძნობლად აჯობა და დამსახურებული 3 ქულა აიღო. ჭიაბრიშვილის გუნდი 14 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ ტურში დინამო თბილისს შეხვდება. ტორპედო 5 ქულით მეცხრეზეა და მომდევნო შეხვედრაში სამგურალს ესტუმრება. 

 

ტორპედო 1:3 ლოკომოტივი

 

გოლები: კირკიტაძე (45+1), ტუიჩიბაევი (59), შონია (71), დარცმელია (72).