ბექა ბექაურის კარგი სეზონი

კარგი არა, ძალიან კარგი.

ბექა ბექაური სეზონის განმავლობაში საუკეთესო ქართველი მოთამაშე იყო.

ბექას სტატისტიკა - 13.7 ქულა, 9.9 მოხსნა, 2.7 პასი.

ბექა არ იყო საუკეთესო მოხსნებში. აქ ის აგებს სოსო გოგნაძესთან (11.8) და ალექსანდრე ფევაძესთან (10.7).

ბექა არ იყო ყველაზე შედეგიანი ქართველი მაღალი. მასზე ბევრს ფევაძე (14.2) იღებს.

და, ბექა იყო საუკეთესო ორ საინტერესო კომპონენტში. ორ უტყუარ კომპონენტში.

ბექა გახდა აბსოლუტური ლიდერი დაფარებებში - 3.2!

და, ამ კომპონენტში შემდეგი საუკეთესო ქართველი (გოგნაძე, 1.16) ბევრად უკან ზის. ბექაური შემდეგ საუკეთესო ქართველ-დამფარებელზე თითქმის სამჯერ მეტს აფარებდა.

იდეალური დაცვა. გია კაზანჯიანთან ბექაური მთელი სუპერლიგის ერთ-ერთი შეუცვლელი, დაუფასებელი დამცველი გახდა.

 

გია კაზანჯიანი (ბათუმი, მთავარი მწვრთნელი): ბექაური მთელი სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. და, არა მხოლოდ ქართველებში. დაცვა, სტაბილურობა... ალბათ, ჩემგან ბექას შეფასება სუბიექტურია, მაგრამ ასე ვფიქრობ.

 

და, ამაში გიას ბევრი დაეთანხმება.

ბექას აქვს პროგრესი. როგორც - გუნდურ მოთამაშეს. დიახ, ამ ასაკშიც შესაძლებელია მომატება. და, ბექამ ეს გააკეთა.

ბათუმს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია სეზონი. და, შანსია, რომ ეს სეზონი ფლეი ოფის გარეშე დაიხუროს. წლევანდელი სუპერლიგა სუპერლიგის ისტორიაში ყველაზე დაძაბულია.

არის შანსი, რომ ბათუმმა გააგრძელოს თამაში. ფლეი ოფში.

და, ბათუმს აუცილებლად უნდა დაეხმაროს ის, ვინც ამ სეზონში შეუცვლელია. ბექა ბექაური.

და, კინაღამ იმ, მეორე კომპონენტის გარეშე დავასრულეთ წერა, არა?

ბექა ამ კომპონენტშიც საუკეთესოა. ქართველებში. მთლიანად. დაბლებშიც და მაღლებშიც. მარგი ქმედების კოეფიციენტი. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ბრავო, ბექა, მართლა კარგი სეზონია.