ვალვერდემ ოლდ ტრაფორდიდან აარჩია

ბარსელონა ახალ ტრანსფერზე ფიქრობს. ბლაუგრანას მორიგი სამიზნე მანჩესტერის ფეხბურთელია. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუან მატამ შესაძლოა კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. Goal.com-ის ინფორმაციით, მანჩესტერელთა მე-8 ნომრის გადაბირება კატალონიის ბარსელონას სურს.

 

ესპანელ ნახევარმცველს წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და კატალონიელები მის ხელში ჩაგდებას უფასოდ შეეცდებიან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბარსელონას გარდა მატას გადაბირება ტურინის იუვენტუსსა და პსჟ-საც სურთ.

 

მატა წითელ ეშმაკებს 2014 წლის ზამთარში, ლონდონის ჩელსიდან შეუერთდა. 30 წლის შემტევმა ამ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

 

რაც შეეხება ბარსელონას სატრანსფერო ამბებს, გუნდმა კევინ პრინც ბოატენგი და ფრენკ დე იონგი უკვე გაიფორმა. გარდა ამისა ზაფხულში ისინი ჰარი კეინისა და კრისტიან ერიქსენის ტრანსფერებზეც აპირებენ მუშაობას.