დიკრ ნოვიცკის გადაუჯოკრეს

დემიან ლილარდს მკვლელი სეზონი აქვს.

დემიან ლილარდი ტერორია. და, პორტლენდი ფლეი ოფში იმედით, ამბიციებით შედის. პორტლენდი მძიმე დარტყმაა. ყველასთვის.

დემიანი სერიოზულ სტატისტიკაზე ზის - 29.0 ქულა, 7.7 პასი. და, ლილარდი გარედან მანქანაა. ლილარდი სამიანების წვიმაა. როგორც - ქსერქსის ისრები სპარტელებზე.

ბოლო ჩეხვაში, მაიამისთან (98:107) ლილარდმა 8 სამიანიდან 3 ათიანში გლიჯა. ჯეკპოტი.

ლილარდს მეტიც ჩაუგდია. ლილარდი მეტს ჩააგდებს. მაგრამ მაიამისთან გარჩევა ისტორიული იყო. სულ სხვა მუღამში.

ლილარდმა კარიერაში ზუსტი სამიანებით ლეგენდას გაასწრო.

დირკ ნოვიცკის.

და, ლილარდი ამ სიაში უკვე მეთერთმეტეა.

გერმანელ ვარსკვლავს 1 982 სამიანი აქვს. ლილარდს - უკვე 1 983. და, ეს რიცხვი მაგრად გაიზრდება. ეს რიცხვი გაიშლება.

და, ლილარდს აქვს შანსი, რომ მომდევნო ტესტში პირველი ათეულის წევრი გახდეს. უბრალოდ, დემიანმა 6 სამიანი უნდა გამოიყენოს და ბიჭი კიდევ ერთ მონსტრს მიამტვრევს.

ჯეისონ კიდს.

 

ლიდერობს რეი ალენი (2 973).

 

რომელსაც მალე შეაწუხებს სტეფ კარი (2 709). იქვე, მესამეზე ისვენებს რეჯი მილერი (2 560).

დემიანი კარის ვერ, მაგრამ დანარჩენებს ალბათ, უკან გადაწევს.

ლილარდი მანქანაა.