გასპერინი: ატალანტას მწვრთნელი აღარ სჭირდება

ატალანტა ბოლო ტურებში ისევ ის ატალანტაა: იგებს, ბევრი გოლი გააქვს. ამჯერად ფიორენტინას 3:2 აჯობა და სერია ა-ში მეოთხე ადგილზეა და მეორეადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

 

ბერგამოელთა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ორიგინალური კომენტარი გააკეთა:

 

„ატალანტას დღეს მწვრთნელი აღარ სჭირდება. ფეხბურთელებმა უკვე იციან, რა დროს რა უნდა გააკეთონ და მშვენივრად არიან შეთამაშებულნი. ასე რომ, შემიძლია ტრიბუნაზე გადავჯდე. თუმცა ოთხეულისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

 

...ფიორენტინასთან მატჩი რთული გამოდგა. მახარებს, რომ გუნდს ერთი სქემიდან მეორეზე გადასვლა უპრობლემოდ შეუძლია. ჯერ სამი მცველით ვთამაშობდით, მერე ოთხზე გადავედით. შევცვალეთ თამაში ნახევარდაცვასა და შეტევაშიც“. - წერს Football-italia.