სონის ცრემლი

ტოტენჰემმა უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო შინ მანჩესტერ იუნაიტდთან 1:3 და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩა.

თამაშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ტოტენჰემელთა კორეელმა გარემარბმა, სონმა, რომელმაც ლონდონელთაგან ერთადერთი გოლი გაიტანა,  ცრემლები ძლივს შეიკავა, ძალიან გულდაწყვეტილი ჩანდა, საერთოდ თავდაჭერილი აზიელი.

 

The Tottenham winger was visibly devastated by the defeat to Manchester United

 

„რა აზრი აქვს ჩემს გოლს, როცა წავაგეთ. ტრავმის შემდეგ, წინა ტურში დავბრუნდი მოედანზე. ნიუკასლთანაც ვიგებდით და ფრედ ვითამაშეთ. ახლაც ვიგებდით და საერთოდ დავმარცხდით. არც კი ვიცი, რა ვთქვა.

სეზონის კარგად დასრულება გვინდოდა და რა გამოდის? კიდევ რვა თამაში დაგვრჩა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამოვრჩებით.

ახლა ყველაფერი უნდა გვაკეთოთ, რათა ოთხეულში მოვხვდეთ“, - ამბობს სონი.

გაზეთი სანი კი წერს, რომ მატჩის შემდეგ კორეელი სოციალურ ქსელებში დაცინვის ობიექტი გახდა.