37 წლის რობენმა 6 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა

არიენ რობენი იძულებითი შესვენების შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა. ვეტერანმა ნიდერლანდელმა გუშინ ერედივიზიონის მორიგ ტურში გრონინგენი ჰერენვენის (0:2) დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე მას 6 თვე ტრავმის გამო არ ჰქონდა ნათამაშები. რობენმა აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე ბოლო 12 წუთი დაჰყო. ამ ასაკის ფეხბურთელისგან ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ ათამაშება ცხადია სამაგალითო და სასიამოვნოა. 

 

რობენი სწორედ გრონინგენის აღზრდილია. აღნიშნული კლუბის მთავარ გუნდში იგი 2000-02 წლებში გამოდიოდა და შემდეგ პსვ-ს მიაშურა. არიენმა 2019 წელს 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, თუმცა შარშან ზაფხულში განაახლა და მშობლიურ გუნდს ეხმარება. 

 

გრონინგენი ერედივიზიონში 46 ქულით მე-6 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას სტუმრად პსვ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს, გუნდში სადაც რობენი 2002-04 წლებში თამაშობდა.