შესანიშნავი მეშვიდე

ავსტრალიის ღია პირველობას  ღირსეული ჩემპიონი ჰყავს

14 დღიანი საჩოგბურთო ზეიმი დასრულდა. წლის პირველ დიდ სლემს ძველ-ახალი ჩემპიონი ჰყავს. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეშვიდედ მოიგო და ამით ყველა დროის რეკორდი დაამყარა. ნოლემ, ამ მაჩვენებლით როი ემერსონს და როჯერ ფედერერს გადაასწრო.

 

ფინალს კი აფიშა მართლაც რომ დიდებული ჰქონდა. ჩოგბურთის მოყვარულთ, უმალ 2012 წლის მელბურნული ფინალი გაახსენდებოდათ, რომელშიც ნოლემ 6 საათიან ჯახში იმარჯვა.

 

ჯოკოვიჩის და ნადალის დაპირისპირებები ხომ ყოველთვის საჩოგბურთო კლასიკად მიიჩნეოდა და ალბათ მომავალშიც ასე იქნება, სანამ თანამედროვეობის ეს ორი უდიდესი მოთამაშე კორტზე იქნება, მაგრამ ამჯერად ფინალმა გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართლა. ამაში მთავარი „დამნაშავე“ სერბია თუ ესპანელი რთული სათქმელია. ფაქტია, რომ ჯოკოვიჩმა რაფას უმარტივესად - 6:3, 6:2, 6:3 გადაურბინა და უმტკივნეულესი მარცხი აგემა. ნიშანდობილივია, რომ ნადალს კარიერაში დიდი სლემის ფინალი სეტმოუგებლად არასოდეს წაუგია.

 

მოკლედ, ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ღირსეული გამარჯვებულია. სერბმა დიდი სლემი მიჯრით მესამედ მოიგო. მელბურნამდე მან ამერიკის ღია პირველობაზე და უიმბლდონზე იჩემპიონა.

 

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ ჯოკოვიჩისთვის ეს მეთხუთმეტე მოგებული მეიჯორია, რითიც მესამე ადგილზე დამკვიდრდა. პირველზე უბერებელი როჯერ ფედერერია (20), ხოლო მეორეზე რაფაელ ნადალი (17) იმყოფება.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.