აქციას იგუაინი და გუნდოგანიც შეუერთდნენ

„არ შეწყვიტო ძებნა!“

საფეხბურთო სამყარო გაუჩინარებული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას და თვითმფრინავის პილოტის დევიდ იბოტსონის სამძებრო სამუშაოების განახლების მოთხოვნით ერთიანდება.

 

ძებნის განახლებისთვის საჭიროა თანხა, რომლის გაღებასაც თავად პოლიცია არ აპირებს, სწორედ ამიტომ მოთამაშეები, მწვრთნელები და სხვა საფეხბურთო ფიგურები კამპანიის ქვეშ ერთიანდებიან და საკუთარი ხარჯებით საჭირო ფინანსების შეგროვებას აპირებენ.

 

საქველმოქმედო აქციას, რომლის მოწოდებაც ასე ჟღერს - „არ შეწყვიტოთ ძებნა!“ არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი გონსალო იგუაინი (2 000 ევრო) და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანიც (2 000 ევრო) შეუერთდნენ, ისინი დიდი ოდენობის თანხას გაიღებენ, რათა კარდიფ სიტის სარეკორდო შენაძენის პოვნა შეძლონ. მათ გარდა შემოწირულობებს  ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები, მათ შორის არგენტინის ნაკრების წევრები ლიონელი მესი, კენ აგუერო და სხვები რიცხავენ.

 

გერნზის პოლიციამ ძებნა ორშაბათ დილას ლა-მანშის სრუტის მიდამოებში დაიწყო, თუმცა სამდღიანი წარუმატებელი მუშაობის შემდეგ საქმე დაასრულა.

 

ემილიანო სალა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, ნანტიდან უელსის დედაქალაქში მიემგზავრებოდა, ის კარდიფ სიტიმ 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.