რასელManია

ვაშინგტონს (21:33) საფლეიოფო გადათამაშებაში შესვლის შანსი აქვს.

და, პირველ წრეში ვაშინგტონი - ბრუკლინი გაასწორებს.

ვაშინგტონი ეპიზოდურად კარგ კალათბურთს ყომარობს. და, ლიდერები დომინირებენ. ლიდერები უნდა დომინირებდნენ.

საკრამენტოსთან (123:111) მოგებაში ერთმა ფსიქოფატმა დაგლიჯა.

რასელ უესთბრუქმა კიდევ ერთი სამმაგი დუბლი დასვა.

25 ქულა, 15 მოხსნა, 11 პასი. ჩვეულებრივი სამმაგი რასის სტანდარტებით. და, რასი ტემპს არ აგდებს.

 

ზედიზედ მეექვსე სამმაგი. მკვლელი შედეგი.

 

და, ვაშინგტონის გამთამაშებელი ამ სეზონში საშუალოდ 21.8 ქულას, 10.9 პასს და 10.8 მოხსნას აგროვებს. სერიოზული სტატისტიკა.

რასი კარიერაში მეოთხედ დახურავს სეზონს საშუალო სამმაგი დუბლით. უნდა დახუროს. თუ არ დაეზარება. და, იდეაში, არ უნდა დაეზაროს. რასი სტატისტიკასთან ახლობლობს.

მისტერ უესთბრუქმა კარიერაში 170-ე (წელს 24) სამმაგი გლიჯა.

ლიდერი ოსკარ რობერტსონია - 181.

თუ რასი წლევანდელ ტემპს შეინარჩუნებს, ოსკარი რეგულარულის დახურვამდე მოიხსნება. რასს ამ ეტაპზე 170 ტრიპლ დაბლი აქვს. რეგულარულში 18 მატჩი რჩება.

ნუ, შემდეგ სეზონში ოსკარი ასიანი მოიხსნება.

რასელი არარეალურია.