გაბედავამ ჩეხები ააწიოკა

გიორგი გაბედავამ ჰეთ-თრიქი შეასრულა პოლონური გუნდის მაისურით.

როგორც იცით, გაბედავა პოლონური ექსტრაკლასას აუტსაიდერის, სოსნოვეცის ზაგლებეს ახალწვეულია. ასევე, მისი თანაგუნდელია გიორგი ივანიშვილიც.

 

გაბედავამ ჩეხურ ზნოიმოსთან 4:2 მოგებულ ამხანაგურში გაიტანა სამი გოლი. თანაც, 18-წუთიან მონაკვეთში.

 

შეგახსენებთ, გაბედავა ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ასევე, ერთ-ერთი ბომბარდირიც 22 გოლით.