ბუმბერაზი

 

 

 

 

 

 

 

— არა მარტო მე. ანტონ პლესნოიმ 9 აპრილს მოიპოვა გამარჯვება და ააჟღერა საქართველოს ჰიმნი. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვისაც და ჩვენი გულშემატკივრისთვისაც. ამ გამარჯვებამ გამაძლიერა და მომცა იმის სტიმული კარგად რომ დამემთავრებინა ევროპის ჩემპიონატი.

ეს, დიდი კაცის სიტყვებია!

ტანად? კი, ტანად დიდი კაცის.

დიდი სპორტსმენის? არა, უდიდესი სპორტსმენის. და რაც მთავარია, ძლიერი პიროვნების.

 

May be an image of ‎1 ადამიანი და ‎ტექსტი, რომელიც შეიცავს '‎департамент городамосквы москвы спорта SEWAS московский спорт фтар департамент спорта городамосквы города москвы OYAP াতোভা। рта чa москвы московский спорт московский спорт департамент амент спорта города москв GEORGIA ال ১mon ১লতી ELEIKO LIKO‎'‎‎

 

მე მას არ ვიცნობ. ახლოდან ერთადერთხელ მყავს ნანახი, როდესაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თამაშის შემდეგ სპორტის სასახლიდან გამოვედი, ქუჩას ხალხთან ერთად სააკაძის მოედნისკენ გამოვუყევი და გვერდით რომ მოვიხედე, ისიც ამ ნაკადში დავინახე. რომელი თამაში იყო? არ მახსოვს. ის, რომლის მერეც ლაშა ტალახაძე კოსტავას ქუჩაზე ხალხის ნაკადს მოჰყვებოდა, როგორც გულშემატკივარი. როგორც ერთი ათასთაგან. გეგონება, იმ ათასებისგან არაფრით განსხვავდებოდა.

დიახ, მე მას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ როდესაც მოსკოვიდან დაბრუნებულს აეროპორტში ჰკითხეს, რუსეთში საქართველოს ჰიმნი რომ ააჟღერეთ, როგორი შეგრძნება იყოო, აი, ის უპასუხა, ზემოთ რომ წერია.

მარტო მე არაო… და ამას რომ ამბობდა, გულწრფელობა ეტყობოდა.

უკვე ათწლეულებია, მე და ჩემს მეგობრებს ასეთი გამოთქმა გვაქვს აჩემებული: ის პელეა! ანდა: ის პელეა? ეს იმ დროიდან მოდის, როდესაც ჩვენი და მარადონას ბავშვობაში, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად უპირობოდ პელე ითვლებოდა. ბევრი ახლაც ასე მიიჩნევს. ჰოდა, როდესაც გვინდოდა ესა თუ ის პიროვნება თავისი დარგის ყველა დროის საუკეთესო მოღვაწედ გამოგვეცხადებინა, პელეაო, ვამბობდით.

 

ANTON PLIESNOI INTERVIEW – Torokhtiy Weightlifting

 

ქართველი პოეტების პელე რუსთაველია! მსოფლიო ფიზიკოსების — ალბათ, ალბერტ აინშტაინი.

მერე, ვიწყებდით მსჯელობას, გვყავს თუ არა ქართველებს პელე. ძალიან გვინდოდა ვინმე რომ გამოგვეყვანა, მაგრამ… რა ვიცი, აბა.

მესმის, როგორ არა, ბავშვური მსჯელობაა, მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენიც გინდა იფილოსოფოსე, ეს პელეობა მაინც არსებობს და მომკალი.

ჰოდა, ლაშა ტალახაძე პელეა!

სტიმული პლესნოიმ მომცაო. საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ანტონ პლესნოის უდიდესი მადლობა და მოწიწება, მაგრამ ეს პელე ფიცარნაგზე მაშინ გადის, როდესაც სხვები ამთავრებენ; მათ აღმართულზე ერთი ავტობუსით მეტს წევს და ეტყობა, რომ ზედ ერთი „მარშრუტკის“ შემოდებაც შეეძლო. მერე ამბობს, ეს სამომავლოდ იყოსო.

 

May be an image of 1 ადამიანი და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'департамент городамосквы московский TAP департамент спорта города москвы московски спорт департамент спорта города москвь CTAP MOCKOBCY TAP департамент амент спорта города москв GEORGIA Jman LEikO EIKO'

 

ლაშა ტალახაძე ბუმბერაზი სპორტსმენი, ბუმბერაზი კაცი და უბრალოდ ბუმბერაზია.

და ამდენს რომ ვაქებ, ზუსტად ვიცი, ამ ქებას ცალ ყურში შეუშვებს, მეორედან გამოუშვებს, ერთს ჩაიცინებს და… ისევ სასწაულებს ჩაიდენს.

ამიტომაც გაქებ, ჩემო ლაშა!