უპრეცენდენტო ფინალი

ჯოკოვიჩი და ოსაკა, 1995 წლის შემდეგ გახდნენ პირველი ჩოგბურთელები, რომლებმაც მიჯრით ორი დიდი სლემის ტურნირი მოიგეს

2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალმა ყოველგვარი ინტრიგის გარეშე ჩაიარა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი ისე შემუსრა რომ გამარჯვების იოტისოდენა შანსიც კი არ დაუტოვა.

 

ვაჟთა შორის, წლის პირველი დიდი სლემის გადამწყვეტი მატჩი უპრეცენტენტო გამოდგა. ის მხოლოდ 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალთა შორის ფინალი, რომელშიც ნაომი ოსაკამ პეტრა კვიტოვას მოუგო დროში უფრო გაწელილი გამოდგა. იაპონელი და ჩეხი ჩოგბურთელების დაპირისპირებამ ზუსტად ორსაათნახევარს გასტანა.

 

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჯოკოვიჩი და ოსაკა, 1995 წლის შემდეგ გახდნენ პირველი ჩოგბურთელები, რომლებმაც მიჯრით ორი დიდი სლემის ტურნირი მოიგეს. 24 წლის წინ, იგივე პიტ სამპრასმა და შტეფი გრაფმა შეძლეს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.